ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საპატრიარქოში

2017 წლის 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში მიიღო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ნიკოს კოძიასი თანმხლებ პირებთან ერთად.   შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთში ბატონი იოსებ ნანობაშვილი.

ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის ისტორიულად არსებული კავშირების განმტკიცებას და სამომავლო პერსპექტივების დასახვას.  სტუმარმა  მისი უწმინდესობა მიიწვია საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ათენში გაიმართება.

კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ