ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა გამართა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების მორიგი პრეზენტაცია

2017 წლის 17 მარტს, საბერძნეთის მსხვილ მეწარმეთა ასოციაციაში „SEV", საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა გამართა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების მორიგი პრეზენტაცია, რომელსაც 40-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიება გახსნა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ტერენს ქუიქმა. პრეზენტაციას ესწრებოდა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქ-ნი ეკატერინე კუტრაკუ. ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას და „SEV"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა სარეკლამო ფილმი საქართველოს შესახებ. გავრცელდა ბროშურები და საინფორმაციო მასალა ტურიზმის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სხვა დარგებში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ გაიმართა მცირე მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია განთავსებულია „SEV"-ის ვებ-გვერდზე.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ