ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„Metropolitan Expo”-ში საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 19 მარტს ქ. ათენის საგამოფენო დარბაზში „Metropolitan Expo", საერთაშორისო გამოფენა „Greek FOOD EXPO 2017"-ის ფარგლებში, საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების მორიგი პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტ "East Invest2"-ს ფარგლებში ქ. ათენში ვიზიტად მყოფი სურსათისა და სასმელების სფეროში მოღვაწე ქართული, უკრაინული და მოლდოვური კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საერთაშორისო გამოფენა „Greek FOOD EXPO 2017"-ში 160-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ, მათ შორის ქართულმა კომპანიამ „ბორჯომი" მიიღო მონაწილეობა., ხოლო "East Invest2"-ის მიერ ორგანიზებულ ე.წ. "როუდ შოუში" რვა ქართული კომპანია მონაწილეობდა.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ