ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პირველი ვიზიტი ევროპაში უვიზოდ

28.03.2017 თბილისისაქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართველ სტუდენტებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი რეისით ევროპაში გაემგზავრა

„ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, როდესაც საქართველოს მოქალაქე საქართველოს პასპორტით გაემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს. დღეს აქ წარმოდგენილნი არიან სტუდენტები, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად დაამყარონ კონტაქტები ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ასევე აქ იმყოფებიან ბიზნესმენები, რომლებიც შეძლებენ პარტნიორების მოძიებას ევროპის მასშტაბით, 500 მილიონიან ბაზარზე. ასევე ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ევროპულ პროგრამებში, ჰქონდეთ ევროპულ ფონდებთან წვდომა და ასევე შესაძლებლობა ერთობლივი პროექტები განავითარონ ევროპელ პარტნიორებთან, რაც მათ საკუთარი ნიჭის გამოვლენის მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს" - მიხეილ ჯანელიძე.

პირველად დელეგაცია ათენს, როგორც ევროპული ცივილიზაციის ცენტრს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "საქართველო ევროპიდან ევროპამდე". კონფერენცია ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართება. საბერძნეთში სტუმრობისას შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბერძენ კოლეგასთან ალექსის ციპრასთან.

დელეგაციის წევრები სტუდენტებთან ერთად მოინახულებენ ქალაქის ისტორიულ ნაწილს. საბერძნეთიდან დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრები  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან. ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო მიღება.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ