ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2017 წლის 31 მარტს, ბელგრადში საქართველოს და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე, პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ვახტანგ მახარობლიშვილი, სერბეთის მხრიდან - გორან ალექსიჩი. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი.

კონსულტაციებზე აღინიშნა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საჭიროებას. აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურებაზე. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მ/წლის 8-9 მაისს, თბილისში დაგეგმილ პირველ ქართულ-სერბულ ბიზნეს ფორუმზე. ასევე მხარეების მიერ დაფიქსირდა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გამდიდრების საჭიროება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. გორან ალექსიჩმა მიულოცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება. საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ასევე, გაჟღერდა სერბეთის მხარის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისათვის სერბეთში შესვლაზე სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კუთხით უკვე დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლიერება გამოხატა სერბეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და თავის მხრივ, სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა დააფიქსირა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის და ბალკანეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე და საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ თემებზე. სხვა მიმართულებებთან ერთად, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილეებმა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების შესახებ, მზაობა დააფიქსირეს.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ