ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუძნულ სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

2017 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუძნულ სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაციის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საბერძნეთის კიკლადების რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე. ბერძნული მხარის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული პრეზენტაცია აიტვირთება ხსენებული სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე და იგი გავრცელდება 4000-ზე მეტ ბერძნულ კომპანიას შორის.

მხარეთა მიერ აღინიშნა, რომ ქართველი ტურისტებით დაინტერესება გაიზარდა მ/წლის მარტიდან, ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდგომ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი ბიზნეს-პროექტების ინიცირებას.

საქართველოს ელჩის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციასთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართულ შეხვედრაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების შესახებ.

ბ-ნი იოსებ ნანობაშვილის კიკლადების რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, შედგა მისი შეხვედრა ასევე სანდორინის მერთან ბ-ნ ანასტასიოს-ნიკოლაოს ზორზოსთან.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ