ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-საბერძნეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

2017 წლის 28-29 მაისს, ქ. ათენში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, გაიმართა საქართველო-საბერძნეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური მორიგი სხდომა. კომისიის სხდომა ჩატარდა მ/წლის 28 მარტს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებს გიორგი კვირიკაშვილსა და ალექსის ციპრასს შორის სამუშაო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის განხილულ იქნა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ეკონომიკურ კომისიაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი გენადი არველაძე. საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი დავით ჯალაღანია, საქართველოს ეკონომიკური პროფილის უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი. კომისიაზე ბერძნული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიული მინისტრი ბ-ნი გეორგიოს კატრუგალოსი.

ქართულ-ბერძნული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებულ პროცესს. ქართულ-ბერძნული ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასასრულს, ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის შესაბამის ოქმს. კომისიის მომავალი სხდომა 2017 წელს საქართველოში გაიმართება.

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ