ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება

2017 წლის 30 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ათენის ბიზანტიურ მუზეუმში ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიება, საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა დავით ჯალაღანიამ და საბერძნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული რეფორმირების მინისტრმა ქ-ნმა ოლგა იეროვასილიმ. შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები.

მიღებას დაესწრნენ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ქ-ნი ელენი კუნდურა და სპორტის მინისტრი ბ-ნი გიორგოს ვასილიადისი, საბერძნეთის ომბუდსმენი ბ-ნი ა. პოტაკისი, საბერძნეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საბერძნეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბერძენი ბიზნესმენები, ბერძნული მას-მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა იოვანნამ შეასრულა ქართული პოპულარული სიმღერები. მიღების პარალელურად, ბიზანტიური მუზეუმის ეზოში წარმოდგენილ იქნა ქართული ანბანის გამოფენა.

მიღებაზე გავრცელდა სამ-ენოვანი საინფორმაციო ბროშურები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავთან და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველი ინფორმაცია და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა.

ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა პოპულარულმა არხმა "ALPHA TV" და ჟურნალმა „Diplomatic Life".

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ