ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრს

2017 წლის 19 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრს ბ-ნ გეორგიოს ვასილიადისს.

შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში, საბერძნეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება და გამოითქვა მზადყოფნა სპორტის სფეროშიც გადაიდგას ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ამ კუთხით, აღინიშნა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენების როლი, მათი გამოცდილებისა და ცოდნის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობა.
ბერძნულ მხარეს მადლობა გადაეხდა 2018 წელს ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPAS) მინისტერიალის საქართველოში ჩატარების მხარდაჭერისთვის.

საქართველოსა და საბერძნეთს შორის სპორტის საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 1997 წელს იქნა ხელმოწერილი, თუმცა აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია აღარ მომხდარა. ბ-ნმა ვასილიადისმა გამოხატა სპორტის სფეროში განახლებული შეთანხმების გაფორმების სურვილი. მან გამოთქვა იმედი, რომ 2018 წელს თბილისში დაგეგმილ EPAS მინისტერიალამდე მოესწრება ამ შეთანხმების ტექსტის შემუშავება და რატიფიკაცია.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ