ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი შეხვდა სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს

ა.წ. 22 ივნისს, ქ. ბელგრადში, საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი შეხვდა სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ქ-ნ ალექსანდრა ჯუროვიჩს.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ინსტრუმენტების ამოქმედების თემა, მათ შორის სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის პირველი საპარლამენტო ჯგუფის შექმნის საკითხი და სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში დაიგეგმა. ალექსანდრა ჯუროვიჩმა საქართველოს ელჩს განუცხადა, რომ პირადად უხელმძღვანელებს სერბეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შექმნის პროცესს და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული საპარლამენტო ჯგუფის ჩამოყალიბება 2017 წლის შემოდგომამდე დასრულდება.

იოსებ ნანობაშვილმა ქ-ნ ჯუროვიჩს გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნი ირაკლი კობახიძის საქართველოში მოწვევა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის ქ-ნი მაია გოიკოვიჩის სახელზე.

მხარეებმა დაადასტურეს ქართულ-სერბულ ურთიერთობებში საპარლამენტო კავშირების განსაკუთრებული მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ