ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან

23.06.2017 ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ივნისს, ვიზიტით ბელგრადს ეწვია.

მინისტრმა შეხვედრები გამართა სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ორივე მხარის მიერ დადასტურდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ურყევობა. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების  მნიშვნელობაზე. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა.

აღინიშნა სურვილი, გააქტიურდეს საქართველო-სერბეთის პოლიტიკური დიალოგი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები.

შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და  თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელების აუცილებლობას. ამ მხრივ  აღინიშნა, ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შესახებ სერბული მხარის მიერ ინიცირებული შეთანხმების დროული ხელმოწერის აუცილებლობაც.
მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე სერბეთში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სერბეთის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის წერილი.

სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ