ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ბელგრადის საერთაშორისო კონფერენციაში

2017 წლის 29-30 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში ბ-ნმა იოსებ ნანობაშვილმა და გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა, ელჩმა ბ-ნმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბელგრადის საერთაშორისო კონფერენციაში „Sustainable Tourism Development in the Danube Region: New Perspectives". აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენელი პირველად იკავებს გაერო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელ პოსტს.

ღონისძიება ჩატარდა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროს და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით. ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის პოლიტიკის განმსაზღვრელი მაღალი დონის პირები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დუნაის რეგიონის ეროვნული პარლამენტების წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ