ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის შეხვედრა ქ. ბელგრადის მერთან სინიშა მალისთან

2017 წლის 18 სექტემბერს გაიმართა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნი იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა ქ. ბელგრადის მერთან ბ-ნ სინიშა მალისთან.

საქართველოს ელჩმა ბელგრადის მერს გადასცა ქ. თბილისის მერის ა.წ. 7-8 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე მოწვევა. ბელგრადის მერმა გამოხატა მზადყოფნა, ინტენსიურად ჩაერთოს ორი ქვეყნის შემდგომი დაახლოების საკითხში. მისი თქმით, იგი აქტიურად ითანამშრომლებს ქ. თბილისის ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციასთან.

ბ-ნმა მალიმ გამოთქვა მზადყოფნა, დაიწყოს სექტორული თანამშრომლობა ქ. თბილისის ადმინისტრაციასთან, ურბანიზაციის, ტურიზმის, ბიზნეს-კავშირების დამყარების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. მისი თქმით, იგი ასევე ენთუზიაზმით ჩაერთვება ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ ინიციატივებში.

 

 

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ