ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის შეხვედრა სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან

2017 წლის 18 სექტემბერს გაიმართა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნი იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან ბ-ნ ბრანკო რუჟიჩთან.

ელჩმა მინისტრ რუჟიჩთან შეხვედრისას განიხილა საქართველოსა და სერბეთს შორის სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. მან სერბ მინისტრს გააცნო საქართველოში განხორციელებული სამოქალაქო რეფორმის დეტალები, ამჟამად მოქმედი ადმინისტრირების სისტემის თავისებურებები და უპირატესობები. აღნიშნა, ხსენებული რეფორმის როლი საქართველოში კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის საქმეში. ელჩმა ბ-ნ რუჟიჩს ასევე გააცნო საქართველოსა და საბერძნეთს შორის სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში გაფორმებული შეთანხმების შინაარსი, რომელიც 2017 წელს ქ-ნი იეროვასილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.

შეხვედრაზე ბ-ნი რუჟიჩი დაინტერესდა ზემოაღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებით და ქართულ მხარეს მიმართა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში მისი ვიზიტის მომზადების თხოვნით. მინისტრის სურვილია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან გააფორმოს ანალოგიური დოკუმენტი და ასევე ისარგებლოს ქართველი ექსპერტების დახმარებით. აღნიშნულის საფუძველზე, მინისტრი გეგმავს საპილოტე პროექტის ინიცირებას სერბეთში და სამოქალაქო ადმინისტრირების ქართული სისტემის ელემენტების დანერგვას საკუთარ ქვეყანაში.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ