ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის შეხვედრა სერბეთის მშენებლობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრთან

2017 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნი იოსებ ნანობაშვილის შეხვედრა სერბეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან და მშენებლობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ქ-ნ ზორანა მიჰაილოვიჩთან.

ელჩმა სერბეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს ქ-ნ მიჰაილოვიჩს გააცნო მიმდინარე წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, ასევე აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილი სამუშაოები. ხაზი გაესვა პირველი სერბული ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.

ვიცე-პრემიერი მიესალმა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა პირველი სერბული ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში სტუმრობის მოსამზადებელი სამუშაოებით. მან გამოთქვა სურვილი, რომ მოუწოდოს სერბულ კომპანიებს, აქტიურად ჩაერთონ ხსენებულ დელეგაციაში.

ვიცე-პრემიერმა გამოხატა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობისადმი მზადყოფნა, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე დარგობრივი მიმართულებებით.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ