ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ათენის საჯარო სკოლაში სრულფასოვნად ამოქმედდა ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა

2017 წლის 2 ნოემბრიდან, ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში, სრულფასოვნად ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.

ქართულ ენას პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. სასწავლო პროცესს წარმართავენ, საელჩოს მეშვეობით გამოცხადებული კონკურსით, განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული მასწავლებლები, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ქ-ნი ხათუნა ლობჟანიძე და ქ-ნი მადონა ჯავახიშვილი. ზემოაღნიშნულ სკოლაში ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება.

როგორც მოგეხსენებათ, მრავალწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, 2016 წლის 14 აპრილს საბერძნეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალური თანხმობა განაცხადა ათენის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვებაზე. ამ მიზნით, საპილოტედ შეირჩა ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლა, სადაც მ/წლის აპრილი-მაისის თვეში პროგრამა სატესტო რეჟიმში მოქმედებდა. პროგრამის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, განიხილება ქართული ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, ასევე საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, ქ. თესალონიკის საჯარო სკოლებში.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ