ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეთვრამეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში

2017 წლის 25-26 ნოემბერს ბერძნული საქველმოქმედო ორგანიზაციის "ბავშვის მეგობრები" მიწვევით, საქართველოს საელჩომ, ელჩის მეუღლის მარინე ჩქარეულის ჩართულობით, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეთვრამეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში. ღონისძიებაში ტრადიციულად ქ. ათენში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქველმოქმედო ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი სამკაულები და საახალწლო საჩუქრები. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრთან „კავკასია" არსებულმა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ტრადიციულად ჩაირიცხა საბერძნეთში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ