ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მოქალაქეობის საკითხები

ნფორმაცია მოქალაქეობის მინიჭების შესახებ

 

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

) ფოტოსურათი - ზომით 3X4;

) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

1.  დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაშიპირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის  წერილობითი თანხმობა;

2. პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

3. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

 

არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, ქმედუუნარო პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

 

მომსახურების  ვადა და საფასური

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი

80- დღეს 250

მე-60 დღეს 350

 

30 დღეში 500

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ