ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვის შესახებ

საკონსულო აღრიცხვა - საელჩოს საკონსულო სამსახურში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სავალდებულოა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის. საკონსულო აღიცხვაზე დადგომა უფასოა.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა საკმაოდ მარტივი პროცედურაა და მისი განხორციელება შესაძლებელია:

1.  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებით და/ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში საფოსტო გზავნილის მეშვეობით შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნით. ორივე შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ სრულყოფილად შევსებული განცხადება-ანკეტის წარმოდგენა.

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც დგება საკონსულო აღრიცხვაზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) განცხადება-ანკეტა (იხილეთ ბმული);

) საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.(ფოტოსურათის წარმოდგენა სავალდებულო არ არის)

საკონსულო აღრიცხვას ექვემდებარებიან:

) საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;

) ერთ თვეზე მეტი ვადით საზღვარგარეთ მყოფი, მათ შორის სასწავლებლად, სამუშაოდ ან სამსახურეობრივი მივლინებით მყოფი, საქართველოს მოქალაქეები;

) 14 წლის ასაკს მიღწეული საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები;

) საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების ჩატარების დღისათვის იმყოფებიან საზღვარგარეთ და ექვემდებარებიან რეგისტრაციას საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

14 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქყეშ მყოფი, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან მშობლებთან, მეურვეებთან, მზრუნველებთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დამოუკიდებლად საკოსნულო აღრიცხვაზე დაყენება დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენბულ პირთა წერილობითი თანხმობით.


2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით

სააგენტოს მეშვეობით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ხორციელდება ონლაინ რეჟიმში შემდეგ ვებ-გვერდზე: http://intpass.cra.ge/ConsularMain.aspx. ამისათვის საჭიროა მხოლოდ განცხადება-ანკეტის შევსება და განმცხადებლისა და განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის დამყარება

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ