ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით მოქალაქეთა მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერის გარეშე, ყოველ დღე,  ოთხშაბათის, შაბათ-კვირის და სადღესასწაულო (უქმე) დღეების გარდა.

მოქალაქეთა მიღების საათებია -  09:00 სთ-დან 12:30 სთ-მდე.

საკონსულო მომსახურების თაობაზე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ  ნომერზე:  210 748 9180

ამასთანავე, ვინაიდან საბერძნეთის რესპუბლიკის სადღესასწაულო დღეებში სახელმწიფო ბანკები არ მუშაობენ და შეუძლებელია საკონსულო მოსაკრებლით ან მომსახურების საფასურით გათვალისწინებული თანხის გადახდა, შესაბამისად ხსენებულ დღეებში ვერ მოხერხდება მთელი რიგი საკონსულო მოქმედებების განხორციელება (განსახილველად საბუთების მიღება), გარდა შემდეგი მოქმედებებისა: დაბადების რეგისტრაცია, ქორწინების რეგისტრაცია, არასრულწლოვანისათვის საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა.

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

სადღესასწაულო (უქმე) დღეები 

საქართველოს სადღესასწაულო (უქმე) დღეები

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

 

23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

საბერძნეთის რესპუბლიკის სადღესასწაულო (უქმე) დღეები

1 იანვარი - ახალი წელი
6 იანვარი - ნათლისღება
7 მარტი - სუფთა ორშაბათი
25 მარტი - ხარება, დამოუკიდებლობის დღე
22 აპრილი - დიდი პარასკევი
24 აპრილი - აღდგომა
25 აპრილი - ბრწყინვალე ორშაბათი
1 მაისი -  მშომელთა დღე
13 ივნისი - სული წმინდის ორშაბათი (სამებობა)
15 აგვისტრო - ღვთისმშობლის მიძინება
28 ოქტომბერი - არას (ოხი) დღე
25 დეკემბერი - შობა
26 დეკემბერი - შობის მეორე დღე     

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ