ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სანოტარო მოქმედებები

მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება

საქართველოში მარწმუნებლის (საკუთარ) სახელზე გაცემული დოკუმენტ(ებ)ის (მათ  შორის სამოქალაქო აქტების მოწმობები - დაბადება, ქორწინება, განქორწინება და სხვ.), პენსიის, სოციალური დახმარების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების შესახებ მინდობილობის შესადგენად, საელჩოს საკონსულო სამსახურში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი მოქმედების ვადის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), მისი ასლი და საქართველოში რწმუნებული/მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასურველია პირადობის მოწმობა) ქსეროასლი.

ნებისმიერი სახის მინდობილობის საფასური არის 10 ევრო, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება - 5 ევრო.

სხვა სახის და შინაარსის სანოტარო აქტების დამოწმების ანდა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

 

დოკუმენტის ასლის ორიგინალთან შესაბამისობის დამოწმება

დოკუმენტის ასლის ორიგინალთან შესაბამისობის დასამოწმებლად საქართველოს მოქალაქემ საჭიროა, რომ საელჩოში წარმოდგენოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)  პასპორტის პირველი (ფოტოსურათიანი) და იმ გვერდის ასლები, რომელშიც გაკეთებულია საკონსულო აღრიცხვის აღნიშვნები,

 ბ) დასამოწმებელი დოკუმენტის დედანი და მისი ასლი.

დოკუმენტის (თითო გვერდი) ასლის ნამდვილობის დადასტურების საფასური არის სამი ევრო.

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ