ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო საბუთს, რომელიც გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზვარობისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით. დოკუმენტის მოქმედების ვადაა 30 დღე. 

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა დაუყოვნებლივ თუ პირი წარმოადგენს:

ა) პირადობის მოწმობას ან/და ვადაგასული საქართველოს მოქალაქის პასპორტს;

ბ) საქართველოს ბინადრობის მოწმობას;                   

გ) მეზღვაურის წიგნაკს ან მფრინავის მოწმობას.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განცხადების მომართვიდან არაუგვიანეს 45 დღისა, თუ პირი წარმოადგენს:

ა) სამხედრო ბილეთს ან მის ასლს;                              

ბ) მართვის მოწმობას ან მის ასლს;

გ) დაბადების მოწმობას ან მის ასლს;                          

დ) სახელწმიფო ორგანოს მიერ გაცემულ მოწმობას (ცნობას) ან მის ასლს;

ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;                       

ვ) ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის წერილობით დადასტურებას პირის ვინაობის შესახებ;

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისასთვის, პირის მიერ ივსება შესაბამისი ფორმის განცხადება (იხილეთ მიმაგრებული ფაილები) (საკონსულო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 29 ევროს ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა იქნას Eurobank-ში შესაბამის ანგარიშის ნომერზე 0026.0036.64.0200955088 ) ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ორი ფოტოსურათი;

არასრულწლოვან პირებზე საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის, ასევე სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ