ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ

საქართველოს მოქალაქემ   ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად,  სათანადო წესით შევსებულ და ხელმოწერით დამოწმებულ განცხადება-ანკეტასთან (იხილეთ მიმაგრებული ფაილები:  განცხადება-ანკეტა დანართი N5, მოქალაქის განცხადება) ერთად სასურველია, რომ წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

) მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ანდა მისი ასლი, ასევე პასპორტი და მისი მხოლოდ იმ გვერდების ასლები, სადაც არის გამოსახული ფოტოსურათი, ვადის გაგრძელების აღნიშვნა (თუ ასეთი არსებობს), საკონსულო აღრიცხვის ან რეგისტრაციის დამადასტურებელი ბეჭედი,

ბ) დაბადების, ან ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლები. ამასთან, თუ დოკუმენტი არ არის გაცემული საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, სათანადო წესით თარგმნილი და დამოწმებული სახით.

) 1 ბიომეტრული ფოტოსურათი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე გადაღებული სურათი, სადაც ფოტოს 80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება). ასევე უნდა წარმოადგინოთ ციფრული ფორმით (CD დისკზე ჩაწერილი სურათი).

) მომსახურების საფასურის (123,85 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც გადახდილი უნდა იქნას Eurobank-ში შესაბამის ანგარიშის ნომერზე 0026.0036.66.0200955181  

პასპორტი გაიცემა სრულყოფილად საბუთების წარდგენის დღიდან 45 დღის განმავლობაში.

პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ