ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია არასრულწლოვან პირებზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ

არასრულწლოვან პირებზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაცემად, სათანადო წესით შევსებულ და ხელმოწერით დამოწმებულ განცხადება-ანკეტასთან (განცხადება-ანკეტას მიიღებთ საელჩოს საკონსულო სამსახურში, განცხადება-ანკეტის ელექტრონული ვერსიის გადმოსატვირთად იხილეთ მიმაგრებული ფაილები:  განცხადება-ანკეტა დანართი N5, მოქალაქის განცხადება) ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები :

ა) დაბადების მოწმობა (დედანი). იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტი გაცემულია საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ, აღნიშნული დოკუმენტის უნდა იქნას შესაბამისი წესით ლეგალიზებული და ნათარგმნი ქართულ ენაზე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს;

ბ) პირადობის მოწმობა ანდა ვადაგასული პასპორტი (დედანი და ასლი), ასეთის არსებობის შემთხვევაში

გ) ერთი ფერადი ბიომეტრულიფოტოსურათი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე გადაღებული სურათი, სადაც ფოტოს 80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება). ასევე უნდა წარმოადგინოთ ციფრული ფორმით  (CD დისკზე ჩაწერილი სურათი);

დ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პასპორტი და/ან პირადობა) და მათი ასლები.

ე) მომსახურების საფასურის (61.93 ევრო) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც გადახდილი უნდა იქნას Eurobank-ში შესაბამის ანგარიშის ნომერზე 0026.0036.66.0200955181 

ამას გარდა,

16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება საელჩოს საკონსულო სამსახურში);

16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება საკონსულო სამსახურში. ამასთან იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მშობელი არ იმყოფება ადგილზე  წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო აქტი - თანხმობა პასპორტის გაცემის თაობაზე);

9 წლიდან არასრულწლოვანი ბავშვის გამოცხადება პასპორტის მისაღებად საკონსულოში სავალდებულოა.

პასპორტი გაიცემა სრულყოფილად საბუთების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში.

სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ