ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სხვადასხვა ცნობების შესახებ

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად  საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:

  • საქართველოს მოქალაქის განცხადება (შესაბამისი განცხადება ანკეტა შესაძლებელია მიიღოთ საელჩოს საკონსულო სამსახურში ანდა გადმოტვირთოთ საელჩოს ინტერნეტ გვერდიდან);
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და მისი ასლი;
  • გვარის შეცვლის შემთხვევაში - გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მაგ.: სახელის, გვარის, მამის სახელის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა).
  • იმ შემთხვევაში თუ მანამდე იმყოფებოდით რეგისრირებულ ქორწინებაში - წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან გარდაცვლილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა).

ცნობის საფასურია 24 ევრო. დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის გთხოვთ უშუალოდ დაუკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია როგორც პირადი გამოცხადებით, ასევე ჩაწერით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge (უპირატესობა ენიჭება ვებ-გვერდზე ჩაწერილ პირებს)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 210 74 89 180

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ