საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა მინისტრ ნოტის მიტარაკისს შეხვდა

2022 წლის 11 მაისს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა მინისტრს ნოტის მიტარაკისს.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვა.

ვრცლად ისაუბრეს ბინადრობის ნებართვების მიღების და ვადაგასული ნებართვების გადავადების საკითხებზე. აგრეთვე, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა დროებით, ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით შესაბამისი შეთანხმების გაფორმებაზე.