საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუა “ქართულ სახლში” ორგანიზებულ ქალთა კამერული ჯგუფი “მაგნოლიას” პრეზენტაციას დაესწრო

22 მაისს საქართველოს ელჩი დავით დონდუაქართულ სახლშიორგანიზებულ ქალთა კამერული ჯგუფიმაგნოლიასპრეზენტაციას დაესწრო. ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადაქართული სახლისხელმძღვანელ ქალბატონ დარეჯან ღამბაშიძეს ღონისძიების ორგანიზებითვის, წარმატება უსურვა ანსამბლის დამფუძნებელს, ქალბატონ ქეთევან ხატიაშვილს, ცნობილი ვოკალური ანსამბლინერგებისხელმძღვანელს და მისი ანსამბლის წევრებს. საქართველოს ელჩმა და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ემიგრაციაში ქართული კულტურის და ჩვენი უნიკალური მრავალხმიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას.