საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Posidonia 2022

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი უმსხვილეს, საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - 𝗣𝗢𝗦𝗜𝗗𝗢𝗡𝗜𝗔𝟮𝟬𝟮𝟮-ზე, რომელიც 6-10 ივნისს საბერძნეთში, ათენში იმართება.

გამოფენის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები მსხვილ გემთფლობელებთან და სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები, უცხოური გემთფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და სხვა აქტუალური საკითხები.

 

2022 წლის 9 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ესტუმრა ათენში გამართულ საერთაშორიო სანაოსნო გამოფენას Posidonia 2022, სადაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოში საზღვაო სექტორში მოღვაწე კომპანიები საკუთარი პავილიონით არიან წარმოდგენილნი.

ელჩმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან თამარ იოსელიანთან და დირექტორის მოადგილესთან ივანე აბაშიძესთან ერთად, საქართველოს პავილიონში უმასპინძლა ბერძენ გემთმფლობელთა გაერთიანების პრეზიდენტს მელინა ტრავლოსსა და საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტს ჯორჯ პატერასს.

განხილული იქნა აღნიშნულ ორგანოზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის საზღაო სექტორში კავშირების გაღრმავების მიზნით, ერთობლივი აქტივობების განხორცოელების შესაძლებლობა.

 

2022 წლის 9 ივნისს საელჩოს ესტუმრა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით. დელეგაცია ათენის საერთაშორისო სანაოსნო გამოფენა Posidonia 2022-ში მონაწილებს.

საელჩოში შეხვედრისას განხილული იქნა საზღვაო სექტორში საბერძნეთთან არსებული საქართველოს კავშირები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეჯამდა დელეგაციის ათენში ვიზიტის შედეგები და დაისახა ბერძნულ მხარესთან განსახორციელებელი აქტივობები არაერთი მიმართულებით.