საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა შეხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთევან ჯაყელს.

20 ივნისს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთევან ჯაყელს.

აღნიშნული უწყების დელეგაცია ათენში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით გაიმართულ სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის NSG ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

ქეთევან ჯაყელმა ელჩს საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის მთავარი მიმართულებები, ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბერძნეთის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ცენტრთან ქართული მხარის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ორმხრივი თანამშრობლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.