საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის პრეზიდენტის მიწვევით საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაში

5 ივლისს, საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის (Hellenic Institute of Cultural Diplomacy) პრეზიდენტის, პიტერ კაფსასკისის მიწვევით, საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაში.
დავით დონდუამ ისაუბრა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე, საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მრავალწლიან კულტურულ-საგანმანათლებლო-ჰუმანიტარულ კავშირებზე და ამ ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავების პერსპექტივებსა თუ სამომავლო გეგმებზე.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის პრეზიდენტს მიწვევისთვის და სიამოვნებით აღნიშნა, რომ საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის 14 ფილიალს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დაფუძნებული, ახლა თბილისის წარმომადგენლობაც შეემატა.
დავით დონდუამ წარმატებები უსურვა საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტს და მხარდაჭერა აღუთქვა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაში.