საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ნიკო გომელაურის სახელობის თეატრის (რეჟისორი ნიკოლოზ ტყავაძე) სპექტაკლს "გოდოს მოლოდინში"

25 სექტემბერს ათენის თეატრში "ალფა" საქართველოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ნიკო გომელაურის სახელობის თეატრის (რეჟისორი ნიკოლოზ ტყავაძე) სპექტაკლს "გოდოს მოლოდინში".
ნობელისტი ირლანდიელი მწერლის, სემუელ ბეკეტის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა ქართველი და ბერძენი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში საკონკურსო კომისიამ გრანტი მიანიჭა ნიკოლოზ ტყავაძეს "ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის" მუდმივმოქმედი სცენის მოწყობის მიზნით.
წარმატებებულ და ნაყოფიერ სეზონს ვუსურვებთ ნიკოლოზ ტყავაძეს და მისი თეატრის დასს!