საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიცაციის პრეზიდენტს შეხვდა

30 სექტემბერს, ათენში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიცაციის პრეზიდენტს, პროფესორ სპირიდონ ფლოღაიტისს შეხვდა.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, სადაც მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დისკუსია, რომელსაც ღონისძიების მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და წევრები, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, EPLO-ს სთან არსებული უნივერსიტეტის ELGS-ის პროფესურა და ქართველი სტიპენდიანტები ესწრებოდნენ.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერ ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მით უფრო, როდესაც მსგავსი ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენს ახალგაზრდა თაობას ეძლევა კვალიფიციური ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასმულ შეკითხვებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და ამავე კომიტეტის წევრმა, ჰერმან საბომ უპასუხეს.