საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩომ ათენში მოღვაწე ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლა

კულტურული ღონისძიებების ციკლის "ქართული შემოდგომა ათენში 2022" - ის ფარგლებში 29 სექტემბერს საელჩოში ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო  ათენში მოღვაწე ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები. გამოფენაში ქართველ მხატვრებთან ერთად, ბერძენი მხატვარი გეორგიოს ხუნდალასიც მონაწილეობდა.
ღონისძიებას ესტუმრნენ ხელოვნების სფეროს ექსპერტები, გალერისტები, მუზეუმების კურატორები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
გამოფენას ასევე ესწრებოდნენ ათენში სტუმრად მყოფი ქართველი პარლამენტარები. საღამო მუსიკალურად დაამშვენა ახალგაზრდა მევიოლინემ ანასტასია კიკალეიშვილმა.
გამოფენის დასასრულს მხატვრებს გადაეცათ საელჩოს სამახსოვრო სიგელები.