მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრისთვის და ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობისთვის დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოს განვითარებაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.