Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩომ კაპოდისტრიასის სახელობის ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების სკოლას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა

2023 წლის 5 აპრილს საქართველოს საელჩომ კაპოდისტრიასის სახელობის ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების სკოლას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა.
სახელმძღვანელოები განკუთვნილია ქართული ენის შემსწავლელი კურსის სტუდენტებისთვის. წიგნები აღნიშნული ენების სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდა.
საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ უცხო ენათა სკოლის ქართული ენის ლექტორს, ელინისტს, ფილოლოგიის დოქტორ თეონა ბერიძეს და სკოლის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებს, ელენი ნიფორას და გიორგოს ზაფიროპულოსს მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის გამოყოფისთვის.
საელჩოს წარმომადგენლებს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრის კარადიმასმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის უცხო ენების სკოლის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგოს ფლუდასი და ქართული ენის ლექტორი თეონა ბერიძე, რომლის ინიციატივითაც 2022-2023 აკადემიური წლიდან კაპოდისტრიასის სახელობის ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში ქართული ენის სწავლება დაიწყო.
დეა მუმლაძემ მადლობა გადაუხადა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. პრორექტორმა კარადიმასმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.