Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლევან ბერიძე

დაბადების თარიღი და ადგილი

1984 წლის 17 აპრილი, ქ.თბილისი

პროფესიული გამოცდილება

ლევან ბერიძე 2024 წლის ივნისიდან შეუდგა  საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას. საბერძნეთში დანიშვნამდე იგი მსახურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, გენერალური კონსულის პოზიციაზე. მინიჭებული მანდატის ფარგლებში იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაში. ლევან ბერიძის სან ფრანცისკოში  მისიის დროს განხორციელდა არაერთი წარმატებული ინიციატივა და პროექტი ტექნოლოგიების, ინოვაციების, ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.

სან ფრანცისკოში დანიშვნამდე, ლევან ბერიძე მუშაობდა საქართველოს საელჩოში ქალაქ ვაშინგტონში მრჩეველის (ეკონომიკური მიმართულება) პოზიციაზე. მანამდე კი, ამავე საელჩოში, პირველი მდივნის პოზიციაზე. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, ლევან ბერიძე მუშაობდა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში  (OSCE) პროექტების მართვის გუნდში და პასუხისმგებელი იყო ეკონომიური რეაბილიტაციის პროგრამებზე კონფლიქტით დაზარალებულ ქართულ რეგიონებში. 2009 – 2012 წლებში ლევან ბერიძე მუშაობდა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიაში “ტიფლისი მარანი”, მარკეტინგის მენეჯერად. ამ პოზიციაზე მისი მთავარი ამოცანა იყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე.

განათლება

ლევან ბერიძეს აქვს დელავერის უნივერსიტეტის   ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის დარგში და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირების დარგში. მშობლიური ენის გარდა იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

დიპლომატიური რანგი