საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2026 წლის 7 აპრილიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში.
მინისტრის მოადგილე იანის ლოვერდოსმა საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს საელჩოში, მისამართზე: Argonafton 11, Chalandri 152 32 19 და 20 მარტს, 13:00-დან 17:00 საათამდე.
2026 წლის 20 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე შეხვდა საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის საქმეთა მინისტრს, თანოს პლევრისს.
2026 წლის 15 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს A5 დირექტორატის დირექტორთან, ელენი ტრიადაფილუსთან.
საქართველოს განათლებლის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამა განკუთვნილია 5-18 წლის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის, გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ "Microsoft TEAMS" პლატფორმის საშუალებით, სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები.
10 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძე, მონაწილეობდა ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტის “28DIGITAL” მიერ ორგანიზებულ კონფერენციში, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა, მკვლევარებმა და სპეციალისტებმა ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელობასა და ევროპაში მისი სწრაფი ტემპებით განვითარების დინამიკაზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის მნიშვნელობას ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროცესში. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისა და სტარტაპ გარემოს შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული ხელსაყრელი და შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (LEPL) დირექტორმა, ბაკურ მიქაძემ, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, შეხვედრა გამართა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტირების მიმართულების გენერალურ დირექტორთან, იოანის მაცასთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგანგებო და და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ საელჩოში უმასპინძლა საქართველოდან სტუმრად ჩამოსულ ახალგაზრდა მომღერალს, მათე მარტიაშვილს, დედასთან, თინათინ ჭულუხაძესთან ერთად. აღსანიშნავია, რომ 12 წლის მათე მარტიაშვილი, ბერძენი პროდიუსერის, ილიას მალანდირის მიწვევით, ცნობილ ბერძენ მომღერლებთან ერთად, ათენის მთავარ სამუსიკო დარბაზში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა. მათემ მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ორი სოლო სიმღერა, ათენის “კავკასიის” კულტურის ცენტრის მუსიკალური გუნდის თანხლებით და დარბაზის გულმხურვალე ოვაციები დაიმსახურა.