Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სტაჟირების კონკურსს აცხადებს

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2026 წლის 7 აპრილიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს  საელჩოსა და საკონსულო სამსახურში. კონკურსის შედეგად, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 3 (სამ) საუკეთესო აპლიკანტს.

სტაჟირების  ვადა  განისაზღვრება  3  თვიდან 6  თვემდე  ვადით.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება 2026 წლის 7 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected].

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

• ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

• ფლობდეს ბერძნულ (სასურველია)  და ინგლისურ (სავალდებულოა) ენებს;

• იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

• კანდიდატს უნდა ჰქონდეს საბერძნეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

კონკურსის თემატიკა:

 საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს:

 

  • განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ერთი ფოტოსურათი (3X4);
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა.  

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: Argonafton 11, Chalandri 152 32, Athens.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.