საბერძნეთის რესპუბლიკა
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში
- გელა ჯაფარიძე
- Μητροπολίτου αμβροσιου Μοσχονησίων 11, 54655 Thessaloniki, Hellenic Republic
- +30 693 684 0912
- [email protected]
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 20 აპრილს.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მრავალმხრივ ფორმატში. საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
საქართველოს და საბერძნეთის პარლამენტებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.
აქტუალურია თანამშრომლობა კულტურის სფეროში. ხშირია ერთობლივი კულტურული ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ქართული დიასპორული ორგანიზაციებიც. აღსანიშნავია პროექტი „არგონავტების ლაშქრობა“, რომელსაც 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2009 წელს, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან ბათუმში ჩამოვიდა არგონავტების გემის ზუსტი ასლი.
ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა განათლების სფეროში. 2016 წლიდან ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ქართული მხარე პროექტის განხორციელებისთვის უზრუნველყოფს ფინანსურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. დღის წესრიგში დგას ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, თესალონიკის საჯარო სკოლებში.
ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში წარმოდგენილი ქართული დიასპორა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიდიდით მესამეა.
სასარგებლო ბმულები
საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი