საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, მონაწილეობა მიიღო სამიტში- „Reimagine Tourism in Greece“.
2026 წლის 19 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, მონაწილეობა მიიღო ბერძნული გამოცემის „Kathimerini“ მიერ ორგანიზებულ სამიტში- „Reimagine Tourism in Greece“.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტურიზმის მდგრად განვითარებაზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ახალი ბაზრების ათვისებაზე, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაზე, რეგიონული ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი კულტურული იდენტობის შენარჩუნებაზე.
სამიტს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელმაც ასევე მონაწილეობა მიიღო პირველ პანელურ დისკუსიაში.
სამიტის ფარგლებში, ლევან ბერიძემ საუბარი გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან. ამასთან, ელჩს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ღონისძიებაში მონაწილე კერძო სექტორის, აკადემიური და საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენლებს, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
