საქართველოს ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს A5 დირექტორატის ხელმძღვანელს, ელენი ტრიადაფილუს
2026 წლის 15 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს A5 დირექტორატის დირექტორთან, ელენი ტრიადაფილუსთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სხვადასხვა დარგში ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.
ბერძენმა დიპლომატმა დაადასტურა საბერძნეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
საქართველოს ელჩმა ელენი ტრიადაფილუს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე. შეხვედრას საქართველოს დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში, დავით ჯალაღანია ესწრებოდა.
