საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ათენის წიგნის ფესტივალი და საელჩოს მიერ ორგანიზებული წიგნის პრეზენტაცია

3 სექტემბერს, ათენის წიგნის ფესტივალზე, მწერალთა სახლისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გაიმართა ევროპის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, ახალგაზრდა მწერლის, ბექა ადამაშვილის რომანის "ამ რომანში ყველა კვდება" ბერძნულენოვანი თარგმანის (მთარგმნელი: ვერიკო მგელაძე) პრეზენტაცია ცნობილი ბერძენი რეჟისორის მიხაილ მარმარინოსის მოდერაციით.
ღონისძიებას, რომელიც ზაპიოს პარკში ჩატარდა, ესწრებოდნენ ბერძენი სტუმრები და ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.