საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული სტენდი ათენის წიგნის ფესტივალზე

14 სექტემბერს, ათენის 50-ე წიგნის ფესტივალზე, სადაც საქართველო პირველადაა წარმოდგენილი, ქართულ პავილიონს ეწვიენ საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გენერალური მდივანი ელენი დუნდულაკი და წიგნის ფესტივალის პრეზიდენტი გრიგორის პლასტარასი. 


საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ მათ წარუდგინა ეროვნულ სტენდზე გამოფენილი ქართული ლიტერატურის თარგმანები. ელჩმა და კულტურის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირების გაღრმავების არაერთ საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.