საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

24 სექტემბერს, ათენის ცენტრში, თავისუფლების პარკში, საქართველოს საელჩომ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სტუმრებს დაურიგდათ ორენოვანი ბროშურები და სუვენირები ქართული ენის, დამწერლობის, ისტორიის,  ღირსშესანიშნაობების შესახებ.
ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომლის წლევანდელ თემად შეირჩა - მშვიდობა - საქართველოს საელჩო მონაწილეობდა ათენში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების საელჩოებთან და საერთაშორისო კულტურის ცენტრებთან ერთად: ავსტრიის საელჩო ათენში, ÖSD-Institut Griechenland, შვედეთის საელჩო, ათენის შვედური ინსტიტუტი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო, ჩეხეთის ცენტრი ათენში, ნორვეგიის საელჩო, ათენის იტალიური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, კვიპროსის სახლი, კვიპროსის ტურიზმის სამინისტრო, სერვანტესის ინსტიტუტი, რუმინეთის საელჩო, ევროკომისიის წარმომადგენლობა საბერძნეთში, ასევე 🇬🇷 კულტურის ფონდი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სახელმწიფო სტიპენდიების ფონდი, ათენის მუნიციპალიტეტი - Atermon και Athens Culture Net.