საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა დავით დონდუმ შეხვედრა გამართა საბერძნეთის პოლიციაში

2022 წლის 8 აპრილს საქართველოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს პოლიციის ატაშე შეხვედნენ საბერძნეთის პოლიციის უცხოელთა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გენერალ-მაიორ დიმიტრის მალიოსს და პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს იოანის სტავრაკაკისს. განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, სამართლებრივი ბაზის დახვეწის, ინფორმაციის ოპერატიული ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფის საკითხი, რათა დროულად ხდებოდეს საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირება. შეხვედრაზე განისაზღვრა, როგორც ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის, ასევე საქართველოს საელჩოსა და საბერძნეთის პოლიციას შორის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.