საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, დიმიტრის კუველასს შეხვდა.

2022 წლის 13 აპრილს საქართველოს ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, დიმიტრის კუველასს შეხვდა.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. მათ შორის, გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადმოცემაზე.
ელჩმა დავით დონდუამ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამართული ე.წ. არჩევნების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც ერთხმად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.
მიმოიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და აღნიშნეს, რომ როგორც საქართველო, ისე საბერძნეთი, სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინის მიმართ ნებისმიერ ფორმატში და ყველა შესაძლო დონეზე.
შეხვედრისას საქართველოს ელჩმა და ბერძენმა პარლამენტარმა ისაუბრეს ასევე მიმდინარე წელს, საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის ფარგლებში, როგორც საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის, ისე ერთობლივი ღონისძიებების გამართვის საკითხებზეც.