
კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები დინამიურია, ათენში საქართველოს საელჩოს და თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით, სისტემატურად იმართება კულტურული ღონისძიებები, საჯარო ლექციები, კონცერტები და გამოფენები. ითარგმნება და გამოიცემა ქართული ლიტერატურა ბერძნულ ენაზე. წარმატებულია თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. თესალონიკში მაკედონიის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება სტუდენტებისთვის ქართული ენის უფასო სწავლება. გაფორმებულია რამდენიმე მემორანდუმი საბერძნეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. ათენის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხორციელდება ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.