საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუა ყოფილ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

2022 წლის 4 მაისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ყოფილ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.
საქართველოს ელჩმა ბერძენ პოლიტიკოსს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც დიმიტრის ავრამოპულოსმა, როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ხუთი წლის წინ, საქართველოსთვის ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ურთულესი პროცესის წარმატებით დასრულების საქმეში შეიტანა.
დავით დონდუამ აღნიშნა, რომ მისი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია დღესაც, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის.
დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ მას ყოველთვის სჯეროდა და სჯერა, რომ საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. წარმატება უსურვა საქართველოს, ქართველ ხალხს და საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე.