საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი სანტორინზე

საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუა, კუნძულ სანტორინზე ვიზიტისას, შეხვდა სანტორინის მერს ანდონის სიგალასს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სანტორინს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე. შეთანხმდნენ, რომ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სპეციალისტთა ჯგუფების გაცვლითი ვიზიტები, რომლებიც .. გაზაფხულზე იყო დაგეგმილი და პანდემიის გამო გადაიდო, ოქტომბერ-ნოემბერში შედგება.

შეთანხმდნენ, რომ ადრეულ შემოდგომაზე კუნძულზე მოეწყობა საქართველოს დღე, რაც ადგილობრივ მოსახლებას საშუალებას მისცემს გაიცნოს ქართული ფოლკლორი, მხატვრობა, გასინჯოს ქართული კერძები და ღვინო.

სანტორინის მერმა საქართველოს ელჩს გააცნო კუნძულის განვითარების მისეული ხედვა, მათ შორის, ჭკვიანი კუნძულის (smart island) კონცეფცია, რომელზეც მუშაობა მისი ინიციტივით უკვე დაწყებულია.

დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ანდონის სიგალასს მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორისადმი გამოჩენილი ყურადღებისადმი.

ვიზიტის დროს გაიმართა დავით დონდუას რამდენიმე შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.