საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუა ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

2022 წლის 18 მაისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო.

 

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიტყვით აშშ- ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორმა ჯულიან შესტერმა და ათენის კამპუსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვასილის ბოტოპულოსმა მიმართეს. მათ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

 

გამოსაშვები ცერემონიის პარალელურად, ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსის ხელმძღვანელობამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუა, ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

ელჩმა თავის სამადლობელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ვებსტერის უნივერსიტეტთან და ეს კოლაბორაცია კიდევ უფრო ღრმავდება.

 

დღევანდელ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსის გახსნა თბილისში, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების რეგიონალური ჰაბის ფორმირების პროცესს.